ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჯერ კიდევ 2022 წლის 21 ოქტომბერს გითხარით იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო უდანაშაულო და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნებოდა წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას არც ერთი ფორმით - არც ფსიქოლოგიურად, არც ეკონომიურად და არც ფიზიკურად ადგილი არ ჰქონია და ამიტომ დარჩა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი ძალაში”, - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება