რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი - მოვუწოდებთ პარლამენტს და პრეზიდენტს, შემოიტანონ მეტი სიცხადე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგება ცესკოს თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხი

მოვუწოდებთ პარლამენტს, პრეზიდენტსა და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, უახლოეს პერიოდში, ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მეტად ცხადი გახადონ, - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომავალი არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ნეიტრალური კანდიდატი შეირჩეს.

„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ფორმალური პროცედურების დარღვევით მოხდა, რაც თავმჯდომარის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვინაიდან მომდევნო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი და კონკურენტული, ხოლო არჩევნების ადმინისტრირება და კენჭისყრის დღის პროცედურები მნიშვნელოვნად შეცვლილი, აუცილებელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყოს ნეიტრალური და კონსენსუსით შერჩეული კანდიდატი.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ერთპარტიულად შეძლოს ცესკოს თავმჯდომარედ სასურველი კანდიდატის არჩევა. ასევე საქართველოს პრეზიდენტს შეეზღუდა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განახორციელა ცვლილებების ინიცირება, სადაც ცესკოს თავმჯდომარის წარდგინება ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და არჩევა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

ორგანული კანონის პროექტს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა საქართველოს პარლამენტს, ხოლო საქართველოს პარლამენტს კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებისთვის სჭირდებოდა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს. ვინაიდან კენჭისყრის მომენტში ჩანდა, რომ ქართული ოცნების პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა არ იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში, ხოლო პარლამენტის წევრის მოთხოვნაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად მომხდარიყო ადგილზე ხმების გადათვლა, შესაბამისმა სამსახურებმა დაარღვიეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და არ შეასრულეს მოთხოვნა. ამრიგად, თუ აღნიშნულ კითხვებზე არ იქნება სწრაფად პასუხი გაცემული შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დარღვეულია კანონის მიღების ფორმალური პროცედურა.

აღნიშნული ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცესკოს თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხს. ასევე, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მომავალში არჩევნების ნეიტრალურად და გამჭვირვალედ ჩატარებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, უახლოეს პერიოდში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოიტანონ მეტი სიცხადე, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის შესაძლო დადასტურება კიდევ უფრო შეამცირებს ნდობას საზოგადოებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის მიმართ“, - ნათქვამია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო