„თეგეტა ჰოლდინგი“ - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ წლის პირველი ნახევარი წარმატებით დაასრულა

2023 წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „ვოლვო ქარ კავკასიის“ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიამ, რომელიც ოთხ ქვეყანაში ოპერირებს, პირველი ექვსი თვე წარმატებით დახურა და საერთო ჯამში, ოთხივე სადილეროში ერთად, 85%-იანი ზრდა აჩვენა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია და ის 139%-ს შეადგენს. 129%-ია აზერბაიჯანში, 53% - სომხეთში და 17% - უზბეკეთში. მიმდინარე წლის ეს მონაცემები, რომლებიც იანვრიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს, გასული სრული წლის მაჩვენებლებს აჭარბებს.

რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის კომერციული დირექტორი: ორი ახალი შოურუმის ინტენსიური მშენებლობა და ახალი პარტნიორები აზერბაიჯანში წლევანდელი წლის მნიშვნელოვანი მოვლენებია. მოხარულები ვართ, რომვოლვო ქარ კავკასიისბაქოს სადილეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს წარმატებულ გაყიდვებში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გამოვყოფდი უზბეკეთს, სადაც ავტომობილებზე შემცირებული გადასახადების გათვალისწინებით, უსაფრთხოებით გამორჩეულ ვოლვოზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

გაყიდვებს კიდევ უფრო ამარტივებს ჩვენი ციფრული მაღაზიები, რომლებიც რეგიონის ოთხივე ქვეყანაში ფუნქციონირებს. შედეგად მომხმარებელს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება და შეძენა მისთვის მოსახერხებელი გარემოდან შეუძლია. ცხადია, ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია . touch&feel და, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების მიღება დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი, ტესტდრაივზე წინასწარ ჩაწერით“.

„ვოლვოს“ სამოდელო რიგში გაყიდვების ლიდერია საოჯახო SUV XC90 - შვიდადგილიანი კროსოვერი. მეორე ადგილს ინაწილებენ XC60 და XC40, რომლებიც საშუალო ზომის SUV-ებია. ვოლვოს მოდელების უმრავლესობას ორი ვერსია აქვს - შიგაწვისძრავიანი და Plug-in ჰიბრიდი. მაგალითად, XC90 Plug-in ჰიბრიდს აქვს ორი ძრავა და როდესაც ელექტროძრავა სრულად დამუხტულია, მას 75 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ამის შემდეგ ავტომობილი შიგაწვის ძრავაზე გადაერთვება და გზას შეუფერხებლად განაგრძობს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Plug-in ჰიბრიდები ეკომეგობრული მოდელებია სათადარიგო გეგმით.

ამასთანავე, ვოლვოს თითოეული მოდელი შვედური ბრენდისათვის დამახასიათებელი კომფორტით, უსაფრთხოების უმაღლესი ტექნოლოგიებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვოლვოს ახალ მოდელებში უკვე Google-ის სისტემებია ჩაშენებული, რაც ავტომობილის ეკრანს, ფაქტობრივად, სმარტფონად აქცევს.

რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის კომერციული დირექტორი: „ვოლვო ყოველწლიურად აუმჯობესებს თავისივე წარმოებული ავტომობილების შესაძლებლობებს. ფუნქციონალი უფრო მრავალფეროვანია, სალონში გამოყენებული მასალა კი - ეკომეგობრული. ამასთანავე, ვოლვოს მომხმარებლისათვის უკვე კარგად არის ცნობილი ბრენდის სტრატეგია, რომ 2030-ში მისი წარმოება სრულად ელექტრიფიცირებული იქნება. ამ მიზნის მისაღწევად შვედური ავტოგიგანტი, ელექტრომოდელების წარმოებასთან ერთად, ელექტრომობილების შესაძლებლობებსაც აფართოებს. კავკასიის რეგიონში ვოლვოს ელექტრომოდელებს, რა თქმა უნდა, „ვოლვო ქარ კავკასია წარადგენს. წელს პირველად გვეყოლება SUV C40 და XC40 მოდელები. ვოლვო C40- სრულად დამუხტული ძრავით 550კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო მისი აჩქარება (0-იდან 100კმ/სთ) 4.7 წმ-ია.

ამბიციურ გეგმებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაასრულებს „ვოლვო ქარ კავკასია“ და მომხმარებელს უახლეს ელექტრომოდელებს VRE (Volvo Retail Experience) სტანდარტის შოურუმებში წარუდგენს. მშენებლობა თბილისსა და ბაქოში მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელს მომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ავტომობილის შერჩევის, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდება და მთლიანად მომხმარებლის მოთხოვნაზე იქნება მორგებული.

თეგეტა ჰოლდინგისერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსშიშემავალი კომპანია ვოლვო ქარ კავკასია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდისვოლვოსოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „ვოლვო ქარ კავკასიამომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაცვოლვო ქარ კავკასიაუზრუნველყოფს.

ინფორმაციას თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო