იაგო ხვიჩია - ჩვენ რომ არ გვებრძოლა, „თავდაცვის კოდექსი“ მარტში იქნებოდა მიღებული და ახალგაზრდა ბიჭები ახლა „ვიშკაზე“ იდგებოდნენ - პარლამენტის წევრები იმისთვის აგვირჩიეს, რომ თავისუფლების გასაფართოებლად ვიბრძოლოთ

ჩვენ რომ არ გვებრძოლა, ეს კანონი მარტში იქნებოდა მიღებული და ახალგაზრდა ბიჭები ახლა „ვიშკაზე“ იდგებოდნენ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

ხვიჩია ვარაუდობს, რომ კანონპროექტის განხილვა შემოდგომამდე, მესამე მოსმენისთვის გადაიდება.

„დღეს, უკვე გაირკვა, რომ ამ კანონის საბოლოო მიღება შემოდგომამდე ვერ მოხდება და შემოდგომამდე ადამიანები „ვიშკაზე“ არ დადგებიან. მე მგონია, რომ თავისუფლების ნებისმიერი დღე იმდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის წევრები, პირდაპირ იმისთვის აგვირჩიეს, რომ ადამიანების თავისუფლების გასაფართოებლად ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს არგუმენტაცია და მორალური უფლება მომავალ თაობებს, მედიას ვუთხრათ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენ ხელთ იყო, რომ ეს ბოროტება შეგვეჩერებინა. ოთხნი ვიყავით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ანა წითლიძეს ვუთხრა, როგორც ადრე, დილიდან საღამომდე ჩვენ გვერდით იდგა და ჩვენთან ერთად იბრძოდა. პარლამენტში 4 კი არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ, 40, 20 და ასეთი სიბოროტეები არ იქნება მიღებული. გააჩნია, ხვალ რამდენი ადამიანი იქნება ჩვენთან ერთად, დღევანდელი ტემპით, შესაძლოა, მიღება მოასწრონ, რადგან ხვალ საერთოდ ამის დასაზღვევად, დილის 11 საათიდან გვაქვს სხდომები შესვენების გარეშე, ამიტომ არ ვიცი, ხვალ რა იქნება, შეიძლება მეორე მოსმენით მიიღონ, მაგრამ მესამე მოსმენით ეს მაინც გადავა შემოდგომაზე. რამდენიმე თვე, თუნდაც, ჩვენი ბრძოლის შედეგად, ადამიანების თავისუფლება იქნება დაცული.

მინდა, ადამიანებს ვუთხრა, არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიებისთვის ხმის მიცემა „უპრაგონოდ“, როცა ისინი იმდენ პატივსაც არ სცემენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისეთი პარლამენტის წვერები იყვნენ, რომლებიც ნახევარი დღე იმუშავებენ, როგორც პარლამენტის წევრს შეეფერება. „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობა ასე რომ ყოფილიყო დაკომპლექტებული, ამ კანონპროექტს სამუდამოდ გავაჩერებდით, ასევე, პატარა პარტიები - ვაშაძის პარტია საერთოდ არ შემოსულა, „ლელო“ საერთოდ არ შემოსულა, ერთი გრამი არ გაუკეთებიათ ამ საქმეში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი