საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. გოგონათა გუნდმა პირველივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. მათ სერბები სერბეთში, მათსავე მოედანზე 3-2 დაამარცხეს.
"შემდეგი მატჩი 12 ივლისს ბულგარეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგაა დაგეგმილი, უკვე 23 ივლისს კი ევროპის ჩემპიონის ვინაობა დასახელდება. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს ფრენბურთის ნაკრები არასდროს მოხვედრილა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე",- ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.