The Hollywood Reporter - ნინო ხარატიშვილის წიგნის, „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Amusement Park-ი, ოსკაროსანი ფილმის, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პროდიუსერები და The Ink Factory-ი, Emmy-ს მფლობელი „ღამის ადმინისტრატორისა“ და „პატარა დრამერი გოგონას“ პროდიუსერები აერთიანებენ ძალებს ნინო ხარატიშვილის საერთაშორისო ბესტსელერის, „მერვე სიცოცხლის“ სატელევიზიო სერიალად გადასაღებად, - ინფორმაციას The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

სერიალის პროდიუსერები იქნებიან მალტე გრუნერტი, ამელი ფონ კიენლინი და სუზანა კაპიცკი Amusement Park-დან და საიმონ კორნუელი, სტივენ კორნველი და მიქელე ვოლკოფი The Ink Factory-დან და მეგი ბოდენი. სერიალის შოურანერი კი სარა ლამბერტი იქნება.

გამოცემა წერს, რომ ინგლისურენოვანმა პროექტმა გრანტი გერმანიის რეგიონალური სუბსიდირების ორგანოსგან Medienboard Berlin-Brandenburg-გან მიიღო.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს