გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

უფრო კონკრეტულად, კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს 06:00-იდან 06:30 საათამდე და 09:00-იდან 09:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ 12:00-იდან 12:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, მუხათწყარო; 12:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი; 12:30-იდან 13:00 საათამდე - აბონენტებს წეროვანში და ახალ წეროვანში, ხოლო 13:00-იდან 13:30 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, კახეთის, საგურამოს, ღართიკარის, სააკაძის, ქართლის და მიმდებარე ქუჩებზე, წიწამურში, წეროვანში.

06:00-იდან 06:30 საათამდე და 09:00-იდან 09:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ქ. დუშეთში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ახატანი, აბანოსხევი, წითელსოფელი, ჩანადირთკარი, საკრამული, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი.

06:00-იდან 06:30 საათამდე და 09:00-იდან 09:30 საათამდე დენი გაითიშება დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში არშა, სიონი, სნო და მიმდებარე სოფლებში, ასევე გუდაურში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო