ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტებს ჰენდრიკუს ვან ბუქსმერსა და ნინო ცუხიშვილს შეხვდა.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა ბიუროს საგანმანათლებლო ცენტრის ეფექტურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

როგორც ბიუროს უფროსმა აღნიშნა, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მხრიდან საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი ნინი მაღლაკელიძე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს