კახა კალაძის განცხადებით, 2023-2029 წლებში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2023-2029 წლებში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 50 მლნ ევრო სესხის, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტის სახითაა გამოყოფილი.

„აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში იგეგმება 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, მოდერნიზება და ელექტროსისტემების მოწესრიგება, რომელიც მნიშვნელოვანია მეტროს გამართული და სრულყოფილი მუშაობისთვის. მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2023 -2029 წლების განმავლობაში. საუბარია, 12 მეტროსადგურის მოდერნიზაცია -განახლებაზე“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „იბიარდმა“ ასევე უზრუნველყო კონსულტანტის შერჩევა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.

„მეტროსადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვლება სადგურის მოედნის მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი, განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები, განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მათ შორის რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური დახრილი ლიფტები. სადგურის მოედნის კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად. რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟო -სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, შეიცვლება სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები. ასევე, შეიცვლება უწყვეტი კვების წყარო, სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის და ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურის გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა - ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი, განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები. ჩამონათვალიდან ჩანს, რომ მეტროს მუშაობა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ არსებითად გაუმჯობესდება“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება