დღეს, 12 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩა N84-თან, სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს დღეს, 12 ივლისს 14:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 ივლისს, დღის 14:00 საათიდან 13 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში - გეგუთის, სვირის, ზეკარის, მირზაანის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზნის, უცნობ გმირთა, ბეშენოვის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას, მახათას აღმართის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.