გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსის მშენებლობა დასრულდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას ვერ უზრუნველყოფდა და ახალი პანდუსის მოწყობა გახდა საჭირო.

„საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის პანდუსის მშენებლობა დასრულდა და უკვე რამდენიმე დღეა, მძღოლები აღნიშნული გზით სარგებლობენ. ვინაიდან, აქამდე არსებული ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო ორმხრივ სამანქანო მოძრაობას, საჭირო გახდა ახალი პანდუსის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდეები. ასევე, მოეწყო ახალი გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. საკმაოდ პრობლემური იყო გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა, იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, აღნიშნული კვანძი პრობლემას აღარ წარმოადგენს და გოთუას ქუჩიდან ჩამსვლელები ახალი პანდუსით ისარგებლებენ “, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, გოთუას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გახდა ცალმხრივი და ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. ახალი საავტომობილო გზა კი განკუთვნილია გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის.

მათივე ცნობით, პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის