თბილისიდან 13-15 წლის მოზარდები ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან

ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში „შეხვედრა რაგბის ირგვლივ“, 2023 წლის 11 აგვისტოდან 21 აგვისტომდე, თბილისიდან, ნანტიდან, ზაარბრიუკენიდან და კარდიფიდან, 13-15 წლის 60-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

„ბანაკი პორტ-ბარბის ღია სივრცეში იფუნქციონირებს, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს. ახალგაზრდები კარვებში იცხოვრებენ. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისიდან ბანაკში 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი გაემგზავრება.

„ბანაკში გასამგზავრებლად უკვე ემზადება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შერჩეული 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი. ბანაკში მონაწილეობისთვის შერჩეულ თბილისელ მოზარდებს შორის არიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 15-ვე მოზარდისა და სამი თანმხლები ახალგაზრდული მუშაკის მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აფინანსებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში