„ნაციონალური მოძრაობა“ კომუნალურ გადასახადებზე ტარიფის დაწევის შესახებ კამპანიას იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განაცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს კამპანიას, კომუნალურ გადასახადებზე ტარიფის დაწევის შესახებ.

ამასთან, პარტიის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სემეკ-თან საინფორმაციო აქცია გამართეს.

„კორუფციული სქემის შესაბამისად, ივანიშვილი წლების მანძილზე სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის გაღარიბების ხარჯზე ასეულობით მილიონ დოლარს შოულობს, ხოლო მას ამ საქმიანობაში სახელმწიფოს სხვა უწყებების მსგავსად აქტიურად ეხმარება სემეკი და პირადად დავით ნარმანია.

თაღლითი, მატყუარა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდა კომუნალური ტარიფების შემცირებას 2012 წელს, არა თუ შეუმცირა, არამედ გაუზარდა, მაგრამ თავისი ბიზნესისთვის გაანახევრა ეს ტარიფი და არის 0,08 თეთრი, მოსახლეობისთვის არის 0.22 თეთრი, ხოლო ჩვეულებრივი ბიზნესისთვის 0.30 თეთრი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თაღლითური ტრიუკი, რომელიც მან ჩაატარა და სწორედ ამიტომ ჰყავს აქ დავით ნარმანია, ამ თაღლითობას, კორუფციას მწვანე შუქი რომ აუნთოს.

ამიტომ ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ კამპანიას კომუნალურ გადასახადებზე ტარიფის დაწევის შესახებ იმისთვის, რომ ეს თაღლითობა და კორუფცია დასრულდეს. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ საქართველოში ბიზნესი არ აქვს, რომ ის ფულს საქართველოში არ აკეთებს, არა თუ ბიზნესი აქვს, არა თუ ფულს აკეთებს, სახელმწიფოს ხარჯზე თაღლითურად, მილიარდობით ლარს შოულობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ხალხთან ერთად ძალიან მალე დავასრულებთ”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი მოვიდა უფასო ფულის დაპირებით, სინამდვილეში უფასო ფული შეუსრულდა არა ქართველ ხალხს, არამედ თავისთავს შეუსრულა ოლიგარქმა ივანიშვილმა. მაშინ, როდესაც რიგითი ქართველები ელექტროენერგიაში ვიხდით 0.22 თეთრს ოლიგარქი ივანიშვილი იხდის 0.08 თეთრს და სამაგიეროდ იღებს მილიარდებს ამ სქემით, ამ კრიპტოვალუტებით. მოწმენი ვართ იმის, რომ საქართველოს გასამდიდრებლად თითქოს და მოსული ადამიანი თვითონ მდიდრდება საქართველოს ხარჯზე. რიგითი ქართველები არიან გაუბედურებულები, მათ უწევთ ემიგრაციაში წასვლა, ყველაფრის დალომბარდება და საბანკო ოლიგარქიაც ტანჯავთ და ამ დროს, ივანიშვილი თავისი ოლიგარქიული გარემოცვით მდიდრდება. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გააგრძელებს თავის კამპანიას რეგიონებში შეხვედრას ხალხთან. ჩვენ მათ ავუხსნით, თუ როგორი სქემით ხდება მათი ძარცვა. ავუხსნით, რომ ეს არ არის საქართველოს განაჩენი, რომ ასე არ უნდა იძარცვებოდნენ საქართველოს რიგითი მოქალაქეები”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული მოძრაობის წევრის, გიორგი კუპატაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი გადასახადების დაწევა იქნება.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!