ირაკლი ხმალაძე - აგვისტო-თებერვლის პერიოდში დადგინდება ის 12 მეტროსადგური, რომელსაც მოდერნიზაცია და განახლება ჩაუტარდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აგვისტოდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში სატენდერო პირობები განისაზღვრება და დადგინდება ის 12 მეტროსადგური, რომელსაც მოდერნიზაცია და განახლება ჩაუტარდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალური დახრილი ლიფტები იმ მეტროსადგურზე უნდა დამონტაჟდეს, სადაც ეს შესაძლებელი იქნება.

„ჯერჯერობით, ხელშეკრულება ფორმდება კონსულტანტთან, რომელმაც უნდა დაწეროს სატენდერო პირობები და განსაზღვროს თანმიმდევრობები, როგორც სამუშაოს შესრულების, ასევე მეტროსადგურების რიგითობა, თუ სად არის ეს სამუშაოები შესასრულებელი. ეს გაგრძელდება დაახლოებით აგვისტოდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სადაც დოკუმენტაციის სრულყოფა მოხდება და შემდგომში მოხდება უკვე საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. რაც შეეხება კითხვას, თუ სად უნდა დამონტაჟდეს დახრილი ლიფტები, სადაც შესაძლებელია, ხელმისაწვდომობის მიზნით ყველა მეტროსადგურში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის ვიცე-მერმა მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის დაკორექტირება გახდა საჭირო, რომელიც ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაგზავნილი.

„სამუშაოების წარმოების დროს გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ კონსოლს აქვს პრობლემა, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. პროექტის დაკორექტირება გახდა საჭირო, რომელიც ახლა გადაგზავნილია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მას შემდეგ, რაც კორექტირებული პროექტი დადასტურდება, დაკორექტირდება სარეაბილიტაციო ნებართვა და სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2023-2029 წლებში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 50 მლნ ევრო სესხის, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტის სახითაა გამოყოფილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო