არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს - ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო კანდიდატი იქნება, ზუსტად გამოხატავს, ამ პარტიის იდეოლოგიას, მდგომარეობას და მის მომავალს

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს - ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო კანდიდატი იქნება, ზუსტად გამოხატავს, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას, მდგომარეობას და მის მომავალს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა გიორგი ვაშაძე იყოს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, როგორც ჩანს, პარტიაში „ცისკარიშვილი-მელიას დუელია“ და გასაკვირია, რომ ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, იქ, სადაც ის არ უნდათ.

„როგორც ჩანს, კონსულტაციები მიმდინარეობს. იმედი მაქვს, საერთო ენას გამოძებნიან და მშვიდობიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. გასაკვირია, რომ ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, იქ, სადაც ის არ უნდათ და გადააყენეს. „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ და საქმიან პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია. ეს არის პარტია, რომელიც დაშლის გზაზეა, პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს. წინა სერიაში ხაბეიშვილმა გადაწონა მელია, ახლა მელია გადაწონის ხაბეიშვილს, შემდეგში შეიძლება ცისკარიშვილთან ერთად გაიმართოს მორიგი შერკინება. არჩევნებზე საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ ეს არასერიოზული პოლიტიკური პარტია აუტსაიდერებში გადაიყვანოს.

რაც შეეხება ვაშაძეს, ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო კანდიდატი იქნება, ზუსტად გამოხატავს, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას, მდგომარეობას და მის მომავალს. ეს დაეხმარება საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუტსაიდერებში გადაიყვანოს. ამასთან, ოპოზიციაში გზა მისცეს ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პასუხისმგებლობიანები არიან, დადიან პარლამენტში და კანონპროექტებზე მაინც მუშაობენ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „TV პირველის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ინტეგრაციას არ გამორიცხავს. ტელეკომპანიის ცნობით, პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიებს შორის თანამშრომლობა განიხილება, ამასთან, შესაძლოა, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეც განიხილონ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას