ირაკლი ხმალაძე წყნეთში 15 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე - უკანონოდ შეჭრა ქსელზე დენთან თამაშია და არაფრით შეიძლება - ჩემთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე გადის, ვინც ეს უკანონო ქმედება ჩაიდინა

უკანონოდ შეჭრა ქსელზე - დენთან თამაშია და არაფრით არ შეიძლება; ჩემთვის, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე გადის, ვინც ეს უკანონო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან წყნეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა, რასაც მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისივე განმარტებით, „კანონის მიხედვით გაწერილია, რომ არ შეიძლება ქსელზე უკანონოდ დაერთება და საგამოძიებო პროცესის დროს დადგინდება, ვის ევალებოდა და რამდენად მყისიერად ხორციელდებოდა მონიტორინგი აღნიშნულთან დაკავშირებით“.

„თავდაპირველად, მომხდართან დაკავშირებით მინდა მწუხარება გამოვხატო. ნამდვილად არ მაქვს სურვილი მოვლენებს გავუსწრო. კარგად ვიცით, რომ ძალოვანი უწყებები ამ გარემოებას უკვე იკვლევენ და ყველა საჭირო გარემოება დადგინდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. არ მინდა, ჩემი განცხადებებით რაღაც ზედმეტი ინფორმაცია გავცე და საგამოძიებო პროცესებს ხელი შევუშალო. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ. ერთადერთი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რაც სათანადოდ დადგენილია, ეს არის უკანონოდ, კუსტარულად, თვითნებურად დაერთებული ქსელი, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები საქართველოში ბევრი მომხდარა და ალბათ, კიდევ მოხდება. მინდა ყველა ადამიანს [ვუთხრა], ვისაც მსგავსი რამ აქვს განზრახული, უკანონოდ შეჭრა ქსელზე - დენთან თამაშია და არაფრით არ შეიძლება. ამას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესაა ერთადერთი, რაც ვიცი, ეს მიზეზობრივ კავშირშია მომხდარ ტრაგედიასთან. ჩემთვის, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე გადის, ვინც ეს უკანონო ქმედება ჩაიდინა. ამაზე ვის ევალებოდა მონიტორინგი, ვის რა უნდა გაეკეთებინა, მე მირჩევნია და საზოგადოებასაც, პასუხი საგამოძიებო პროცესებმა გასცეს. კანონის მიხედვით გაწერილია, რომ არ შეიძლება ქსელზე უკანონოდ დაერთება, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე შეუძლებელია ამხელა ქსელში მყისიერად მოხდეს ნებისმიერი უკანონო შეჭრის გამოვლენა. არავინ იცის ეს რამდენი ხნის დაერთებულია. საგამოძიებო პროცესის დროს დადგინდება, ვის ევალებოდა და რამდენად მყისიერად ხდებოდა სხვა შემთხვევებში მონიტორინგი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ცხადია, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მსგავსად, წყნეთში მომხდარ ტრაგედიას, ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“.

„სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ვაკის პარკის ტრაგედიაშიც და ვატყობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, საზოგადოებისთვის ოპოზიციის როლი ცხადია, ჩემთვის - განსაკუთრებით, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც ძალიან სამწუხაროა. მათაც და მედიასაც მინდა გთხოვოთ, დააცადეთ სამართალდამცავ ორგანოებს საგამოძიებო პროცესები სწორად მართონ. ვაკის პარკის ტრაგედიაზეც ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები, არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ რჩება და არც ერთი უკანონო ქმედება, პასუხისგებაში მიცემის გარეშე არ დარჩება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ