მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ შევძელით და სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტებში

2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა, 2 500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია.

„ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი - თუ მას 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ. დღესდღეობით ჩვენ გვყავს 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომლებიც 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საერთაშორისო მგზავრებისთვის, ტურისტებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ნახევარი წლის მონაცემებს კონკრეტული აეროპორტების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ს შეადგენს. უწყების ცნობით, აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

სამინისტროს განმარტებით, ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც - გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი, ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, უწყების ცნობით, ის 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა 96%-ს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა არამარტო საერთაშორისო, არამედ ქვეყნის ადგილობრივი დანიშნულების - მესტიის, ამბროლაურისა და ნატახტარის აეროპორტებშიც.

„როგორც საერთაშორისო, ისე შიდა, ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადის ზრდა-გაუმჯობესების კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის, ისევე, როგორც ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს