გიორგი ტყემალაძე წყნეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე წყნეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ფანჩატურში ელექტროენერგია თვითნებურად იყო დაერთებული და ამაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა არ გაცემულა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა წყნეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 15 წლის დათუნა ჟღენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს. ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა და ამაზე საუბარი ძალიან რთულია. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა კუსტარულად გაყვანილი ელექტროენერგიის სადენს უკავშირდება, რაზეც მუნიციპალიტეტს არანაირი ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. გამოძიება დაწყებულია და ის ყველა ჩვენს კითხვას პასუხს გასცემს. მანამდე კი მინდა მოვუწოდო მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან და დეზინფორმაციის გავრცელებისგან. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ტრაგედიაზე პასუხისმგებელ პირებს უახლოეს მომავალში გამოავლენს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში