გიორგი კაპანაძე - დადასტურდა ის, რასაც წლებია ვამბობთ - ბიტკოინების გარდა, ივანიშვილს აქვს ბიზნესი ენერგეტიკის სფეროში და მას ეკუთვნის „მტკვარი ჰესი“ - ის არის საბანკო ოლიგარქიის მთავარი არქიტექტორი

დადასტურდა ის, რასაც წლებია ვამბობთ - ბიტკოინების გარდა, ივანიშვილს აქვს ბიზნესი ენერგეტიკის სფეროში და მას ეკუთვნის „მტკვარი ჰესი“ - ივანიშვილი არის საბანკო ოლიგარქიის მთავარი არქიტექტორი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არა ხალხზე, არამედ კიდევ უფრო გამდიდრებაზე ზრუნავს.

„მისი [ივანიშვილის] კლანი ფლობს მონოპოლიას ცემენტის ბიზნესში. მისი კლანი დაკავშირებულია ღვინის, სპირტის, ხე-ტყის, გადაზიდვების, პორტების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების ბიზნესთან. მისი კლანი აკონტროლებს მანგანუმის, ვარციხე ჰესის, ფეროს და სხვა მსხვილ ბიზნესს… მისი კლანი კავშირშია ფარმაცევტულ ბიზნესთანაც და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ოლიგარქს საქართველოში, თურმე, ბიზნესი და ფული არ აინტერესებს… სინამდვილეში, ის იტყუება და ზრუნავს არა ხალხზე, არამედ, კიდევ უფრო გამდიდრებაზე. შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბეში. მათ დიდ ნაწილს ყოველდღიურად ამცირებს „რუსული ოცნება.“ ამიტომ, იმისათვის, რომ აღარ მივცეთ ოლიგარქიულ ხელისუფლებას ხალხის დამცირებისა და გაღარიბების შესაძლებლობა, იმისათვის, რომ ვეღარ მოიპარონ თქვენი, ბიუჯეტის ფული, იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო წავიდეს არა უკან, არამედ წინ, აუცილებელი ხდება ცვლილებები, რომელიც შესაძლებელია თითოეული ჩვენგანის აქტიურობით, პროდასავლური ოპოზიციის ერთობლივი ბრძოლით და კოორდინირებული მოქმედებით,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება