პარლამენტის რიგგარეშე სესია დაიხურა. სესიის დახურვისას შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.
რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის მთავარი საკითხი “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი იყო. რიგგარეშე სხდომების ფარგლებში პარლამენტმა ასევე განიხილა, მაგრამ მხარი არ დაუჭირა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს.