2023 წლის საგამოცდო პროცესში სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები ჩაერთვნენ

დღეიდან საგამოცდო პროცესს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3 000-ზე მეტი სტუდენტი შეუერთდა. კონკურსი 2007 წლიდან ტარდება და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურთ მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ. თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე (გრანტით არ ფინანსდება დამატებითი სემესტრები).

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგანგებოდ ამ გამოცდისათვის შემუშავდა ტესტის ფორმატი და ყოველწლიურად, სპეციალურად სტუდენტებისათვის, მზადდება ტესტური დავალებები მათი ზოგადი აკადემიური უნარების შესაფასებლად. საგრანტო კონკურსის ცენტრალიზებული გამოცდის სახით ჩატარება თანაბარ პირობებს უქმნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და ზრდის წარმატებით სწავლის მოტივაციასაც.

გარდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა, 12 ივლისს ტარდება უცხოური ენის გამოცდაც აბიტურიენტებისათვის. მომდევნო გამოცდას ისინი 14 ივლისს ბიოლოგიაში ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის წელს სულ 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება