კულტურის სამინისტროსთან აქცია - „არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს“ მიმდინარეობს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია - „არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს და კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესს აპროტესტებენ.

მათივე განცხადებით, აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი.

"ჩვენი პროტესტი უცვლელია და მოთხოვნა უცვლელია. შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი და მინისტრს არ უნდა ჰქონდეს ერთპიროვნულად დირექტორის არჩევის უფლება. კანონი უნდა შეიცვალოს.

როგორც მათი პოზიციიდან ჩანს, არანაირ დათმობაზე არ მოდიან და ისევ აქვთ იმედი, რომ კულუარულად შევხვდებით ან შუამავლების მეშვეობით ექნებათ კომუნიკაცია", - განაცხადა კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა