გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - კი ბატონო, ერთი კილო მოუმატია, თუ ეს რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ის ვერ იზიარებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის.

როგორც ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” შვილის მონახულების შემდეგ აღნიშნა, მან ვერ მოახერხა ექსპრეზიდენტთან გასაუბრება, რათა გაეგო როგორ გასინჯეს პოლონელმა ექიმებმა ის.

“მე ძალიან ცოტა რამის თქმა შემიძლია, იმიტომ, რომ ასე არ ხდება, რომ მე შევედი და ისინი ჯერ კიდევ პალატაში ყოფილიყვნენ, მთავრდება ერთი ვიზიტი, იწყება მეორე. ისიც კი არ ვიცი, რამდენი იყვნენ. ისინი გამოსულები იყვნენ და ექიმებთან ჰქონდათ შეხვედრა. უბრალოდ, მოვასწარი მეკითხა თუ როგორ იყო და ამ დროს გაირკვა, რომ ამ ექიმებს ისევ უნდა ენახათ, ამიტომ მე გამომისტუმრეს, ალბათ, ახლა ისინი შევლენ.

იქ რაღაცით გასინჯეს, ზუსტად არ ვიცი, როგორ და რანაირად. დეტალურად მიხეილ სააკაშვილთან არ მისაუბრია, ვერ მოხერხდა, არც სპეციალური აპარატურა იქ მაინცდამაინც არა მგონი ჰქონოდათ.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მის მშვენივრად ყოფნას ვერანაირად ვერ ვიზიარებ, იმიტომ, რომ მარტო გუშინდელი დღე იყო ისეთი. კი ბატონო, ერთი კილო მოუმატია, თუ ეს რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი, რა გითხრათ”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის და წონაშიც იმატებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის