ცესკო-ს დელეგაცია უზბეკეთში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკო-ს წევრებთან არჩილ ანასაშვილთან და ივანე ნორაკიძესთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციის წევრები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 9 ივლისს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დააკვირდნენ და უშუალოდ საარჩევნო უბნებზე უწევდნენ მონიტორინგს არჩევნების მიმდინარეობას.

“სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზბეკეთის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდნენ, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული საქმიანობები და სიახლეები განიხილეს, ასევე კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია და შეფასებები. მონიტორინგის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის ტაშკენტის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის წევრებმა ამავდროულად მონაწილეობა მიიღეს ცესკო-ს მიერ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიისთვის გამართულ ბრიფინგში, სადაც ჩართულ მხარეებს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია გაწეული სამუშაოებისა და არჩევნების შესახებ.

ცესკო-ს დელეგაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით იმყოფებოდა.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უზბეკეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 30 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, კონსტიტუციაში შეტანილ იქნა რიგი ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასთან და მისი უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით