მაია ბითაძე საქართველოში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე საქართველოში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენელს, ლაშა ნაკაშიძეს და ამავე ფონდის პროგრამების ხელმძღვანელს, ქეთევან ჩადუნელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. კერძოდ, იმსჯელეს დაბალემისიანი მდგრადი მობილობის და დეკარბონიზაციის შესახებ მიმდინარე თემატური მოკვლევების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც, რომელიც კლიმატის ცვლილების კანონის პროექტს უკავშირდება.

„ასევე მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე კომიტეტის სამოქმედო გეგმები განიხილეს და იმსჯელეს ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით რა ერთობლივი პროექტების განხორციელება შეიძლება ამ მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება