გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს, 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, არაგვისპირი, ქვემო არანისი, ჟინვალი, ჭოპორტი, არანისი.

„ 11:30-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ სოფელი დიღომში ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, ვახტანგ ცინცაძის, შერმადინის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, ილია შეყლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში, ხოლო 12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მამკოდა, ლელუბანი, მშრალხევი, ხოდაბუნები, სოფელი გლდანში დავით აღმაშენებლის, წერეთლის, სტალინის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს