შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების აღსანიშნავად, 28 ივლისს, „თიბისი კონცეპტის“, Visa-ს და საქართველოს რკინიგზის პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ ჯაზ მატარებლით მომსახურებას, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯაზ მატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძვრება.
„მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO.
მგზავრობისას გათვალისწინებულია: ლანჩბოქსი და ტკბილეული; გამაგრილებელი სასმელი;
სახალისო აქტივობები და საჩუქრები.
ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა „თიბისი კონცეპტის“ ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზ მატარებლით მგზავრობა უფასოა.
6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!“, - ნათქვამია „თიბისი“ ინფორმაციაში.