ილიაუნის პროფესორს, ვიცე-რექტორ გიორგი გვალიას ჟან მონეს პროფესორის სტატუსი მიენიჭა

ევროკომისიის ჟან მონეს პროგრამის პროექტ Jean Monnet Chair-ის ფარგლებში, რომლის მიზანია ევროკავშირის ღირებულებათა პოპულარიზაცია, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდება ჟან მონეს კათედრა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მომზადდება სემესტრის ხანგრძლივობის სასწავლო კურსი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების შესახებ და ასევე, გამოიცემა ქართულენოვანი პუბლიკაცია ევროკავშირის როგორც გლობალური აქტორის შესახებ.

„სასწავლო კურსი და პუბლიკაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპისმცოდნეობის მიმართულების განვითარებაში, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე პარტნიორ უნივერსიტეტებში.

პროექტით გათვალისწინებულია ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციები, პოსტერების გამოფენები, საჯარო ლექციები და პრეზენტაციები პარტნიორ უნივერსიტეტებში, დისკუსიები პროფესიული საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების, ასევე საჯარო მოხელეების მონაწილეობით. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის მიზნების, პრიორიტეტებისა და საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინების სტუდენტები, ლექტორები და პროფესორები. ევროკავშირის შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებისთვის პროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, მათ შორის სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

პროექტის სხვა მნიშვნელოვან ბენეფიციარებს შორის არიან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე საჯარო მოხელეები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება