ილიაუნის ემერიტუს-პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი ფრანკოფონიისა და კულტურათშორისი დიალოგის ორდენით „პლეადა“ დაჯილდოვდა

4-8 ივლისს, საქართველოში გამართულ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიაზე, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორ მზაღო დოხტურიშვილს გადასცა ფრანკოფონიისა და კულტურათშორისი დიალოგის ორდენი „პლეადა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ მზაღოს ფრანკოფონიისა და კულტურათშორისი დიალოგის ორდენს, მრავალმხრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვან აღიარებას. ორდენი „პლეადა“ დაწესდა 1976 წლის 30 აპრილს ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მე-7 პლენარულ სესიაზე. ამ საერთაშორისო ჯილდოს მიზანია, იმ პირთა დამსახურების აღნიშვნა, რომელთაც თავი გამოიჩინეს ფრანკოფონიის იდეალების სამსახურში.

ორდენის სიგელზე, მარჯვენა ზედა კუთხეში, იკითხება ყოფილი პარლამენტარის, სენეგალის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ენათმეცნიერისა და პოეტის, საფრანგეთის აკადემიის წევრ ლეოპოლდ სედარ სენგორის სიტყვები: Les mots du français rayonnent de mille feux comme les diamants de la Pléiade – ფრანგული სიტყვები პლეადის ვარსკვლავებით ათასფრად ანათებენ“, - აღნიშნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის