ზურაბ აზარაშვილმა დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, მაისში დაწყებული მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

მათი ცნობით, თითქმის დასრულებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა და ფასადის სამუშაოები, რომლის დასრულება 2025 წელსაა გათვალისწინებული.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პროექტის დასრულებისთანავე, თითოეულ ოჯახს, თანამედროვე სტანდარტების, ახალგარემონტებული ბინა გადაეცემა.

„საცხოვრებელ კომპლექსში, ახალი ბინა 2400 ოჯახს გადაეცემა. პროექტის მიხედვით, 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება, რომლის ბიუჯეტი 243 613 670 მილიონ ლარს შეადგენს.

მინისტრთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სააგენტოსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო, 6 000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს