ვიქტორ ყიფიანი აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა, რომელიც Caspian Policy Center (CPC)-ისა და Near East South Asia (NESA) Center-ის ორგანიზებით, 10-11 ივლისს, ბაქოში, სასტუმრო ჰილტონსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციაზე, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ცვალებადი გლობალური პოლიტიკური დინამიკისა და დამოკიდებულების ფონზე, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და დიდი კასპიის რეგიონის პოლიტიკის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სამომავლო საკითხები განიხილეს.

„ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს Caspian Policy Center (CPC)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეფგან ნიფტიმ და NESA-ს სტრატეგიული კვლევების ცენტრის აკადემიურმა დეკანმა და ცენტრალური აზიის კვლევების პროფესორმა, როჯერ კანგასმა. სადისკუსიო პანელებს კი მოდერატორობა გაუწიეს აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის პრორექტორმა, განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის დირექტორმა, ფარიზ ისმაილზადემ და Caspian Policy Center (CPC)-ის საბჭოს წევრმა, ელჩმა რიჩარდ ჰოლანდმა.

ვიქტორ ყიფიანი სიტყვით წარსდგა გარე ძალებისა და ფართო კასპიის რეგიონს შორის ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სესიაზე და მსმენელებს მიმდინარე პოლი კრიზისის - უკრაინის ომის, პოსტ-პანდემიური ძვრებისა და პირველი გლობალური ეკონომიკური ომის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, პერსპექტივებისა და ქვეყნის როლის შესახებ საკუთარი შეფასებები გაუზიარა.

სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება რეგიონის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე; შავი და კასპიის ზღვების ურთიერთდაკავშირედობადობაზე და თანამშრომლობისათვის ახალი სივრცის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, შუა კორიდორისა და ენერგო კაბელის პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტები, გარდა ეკონომიკური პარამეტრებისა, ეროვნული უსაფრთხოების სისტემებს შორის თანამშრომლობის ახალ ელემენტებს შემოიტანს, როგორც სადაზვერვო მონაცემების გაცვლის კუთხით, ასევე უსაფრთხოების სფეროში პრევენციული ღონისძიებების გატარების მხრივ.

ვიქტორ ყიფიანმა თანამშრომლობის სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმები განიხილა, რაც თანამშრომლობას გააღრმავებს და კოორდინაციას კრიზისების აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით, ხელს შეუწყობს. ვიქტორ ყიფიანის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც რეგიონულ უსაფრთხოებაზეა საუბარი, უკრაინაში მიმდინარე ომისადმი დასავლური მიდგომა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ უკრაინის ომის შედეგებით.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე, მის ჩართულობაზე, სარგებლიანობასა და დანიშნულებაზე რეგიონულ კონტექსტში. გამოთქვა აზრი, რომ მიმდინარე პროცესები საშუალებას გვაძლევს ძველი სტერეოტიპები ჩამოვიშოროთ და გადაწყვეტის ჭრილში ახლებურად გავიაზროთ რისკების მართვის მექანიზმები. ამ მხრივ, მან კონფერენციის მონაწილეებს რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა, რომლებიც, შესაძლებელია, შემდგომ განხილვათა საგანი გახდეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის