„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, წვეულებების სერია - „ტყეში“ გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სულ მალე, 15 ივლისს წვეულებების სერია „ტყეში“ დაიწყება.

მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ღონისძიების ტერიტორიაზე, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, საგანმანათლებლო ვორქშოპები, შეხვედრები და აქტივობები გაიმართება, საღამოს კი მსმენელს შესაძლებლობა ექნება, გახდეს ტექნოლოგიებისა და მუსიკის სინთეზით შექმნილი პერფორმანსებისა და ინსტალაციების ნაწილი.

„წელს წვეულებების სერიის საგანმანათლებლო სივრცის სპონსორი „საქართველოს ბანკის“ Student & sCool Card-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული სასწავლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ განსხვავებულ პროექტებზე, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და აქციონ საკუთარი იდეები რეალობად.

წვეულებების სერიის ფარგლებში ლექციები ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული დიზაინის, სხეულის ენის, თანამედროვე და ექსპერიმენტული ცეკვის, ვიდეოხელოვნების, ეკოლოგიისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით გაიმართება.

შესაბამისად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისა და არტისტების ლექციებს, „ვორქშოპებსა“ და პერფორმანსებს. მათ შორის, იტალიელი ინტერაქციული დიზაინერის და 3D ლაივ ვიზუალური დეველოპერის, ნიმა გაზესტანის ლექციას, ექსპერიმენტული ხმის და საველე ჩანაწერების სპეციალისტის - ნიკოლას კუნისის შესრულებას, Skywalker-ის მიერ გამართულ ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული ვიზუალის შესავალ კურსს და სხვა.

წელს წვეულებების სერია 15-29 ივლისს კოჯრის ფიჭვნარში ჩატარდება. სპეციალურად sCool და Student Card-ის მფლობელებისთვის კი 1+1 აქცია იმოქმედებს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დასასწრები ბილეთების შეძენა Eventer.ge-ზე არის შესაძლებელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს