კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილის შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის,  თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული პიარ კამპანიით, თითქოს დღეში 10-ჯერ კვდებოდა, ამის მიზანი სასჯელისგან მისი გათავისუფლება იყო

დღეში 10-ჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ყველა ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის საქართველოში, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე დადგმული იყო, გაგრძელებული იმ პიარ კამპანიით, რაც ამ თვეების განმავლობაში ხდებოდა, დღეში 10-ჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან, მაგრამ ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც უწევს პასუხისგება და არ ჭამის გამო ციხიდან ადამიანები ვერ გათავისუფლდებიან. მე არავის ცუდად ყოფნა არ გამიხარდება, ვინც არ უნდა იყოს მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში, მთავარია მისმა ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ უნდა იზრუნოს ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე, შესაბამისი კალორაჟით და საკვებით, რომ ის იყოს ჯანმრთელი.

ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განურჩევლად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ-ვინ იყო, ვის რა აქვს გაკეთებული, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ადამიანის უფლების დაცვა, შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება