კახა კახიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

კახა კახიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საკომიტეტო დონეზე თანამშრომლობის გამყარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით დინამიურია, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა კახა კახიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.