ეკა სეფაშვილი თურქმენეთის მედიის წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი თურქმენეთის მედიის წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე სტუმრებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხების, მედიის თავისუფლების და ასევე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის მიმართ.

„ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და აღვნიშნეთ ის ძირითადი მიღწევები, რაც ამ მიმართულებით ეკონომიკის სფეროში გვაქვს. ვრცლად ვისაუბრეთ საქართველოში მედია გარემოსა და მედია პლურალიზმის და იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში ამ მიმართულებით განხორციელდა.

ასევე საუბარი შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და იმ პრობლემას, რაც ამ პროექტს თან ახლდა, სადაც გამოიკვეთა დეზინფორმაციისა და "ფეიკ" ნიუსების გავრცელების პრობლემა. სტუმრები დაინტერესდნენ დეტალებით იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კანონპროექტის ირგვლივ განვითარდა. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში