ტურიზმის სექტორის 250-მდე წარმომადგენელს გადამზადების კურსი უტარდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სასტუმროების, ტუროპერატორებისთვის, გიდებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი „პირველი დახმარება“ ტარდება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სწავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით: თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, წყალტუბოში, თეთრიწყაროში, ბათუმში, თელავში, ამბროლაურში, ზუგდიდში, მესტიასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს და ჯამში 250-მდე მონაწილე გადამზადდება.

მათივე ინფორმაციით, ორდღიან ტრენინგს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მართავს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილ მოიცავს.

„როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის საჭიროა ეს ცოდნა, პირველი დახმარება, რომ ვიცოდეთ როგორ შევუნარჩუნოთ ადამიანს სიცოცხლე. იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრენინგი, მონაწილეები მუშაობდნენ მანეკენზე, ვარჯიშობდნენ, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ სხვადასხვა მანიპულაციები პირველი სახმარების ფარგლებში“, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველი დახმარების ოფიცერმა ირაკლი წურწუმიამ.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერტიფიკატებს გადასცემს.

„დავესწარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, პირველი დახმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის, გიდებისთვის, ტუროპერატორებისთვის, სასტუმროებისთვის განსაკუთრებით ამ ცხელ სეზონზე, როდესაც ბევრი ტურისტი გვყავს. ასეთი ტრენინგი ხშირად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ გადაუდებელი სიტუაციის დროს ვიყოთ მომზადებულები“, - აღნიშნავს ტურისტული სააგენტო „გორჯას თრიფსის“ დირექტორი ლელა ქორჩილავა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა