დღეს კაჭრეთში, რია ქებურიას საგამოფენო სივრცეში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალური გამოფენა - „მრავალფეროვანი აზროვნება“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე მის შექმნილ ფოტო და ვიდეო ნამუშევრებს წარმოადგენენ.
მათივე ცნობით, გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც თავად ნამუშევრების ავტორმა განაცხადა, პროექტი “მრავალფეროვანი აზროვნება“ გვახსენებს, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათი განსხვავებულობით უფრო ფერადი და ყოვლისმომცველი სამყარო შევქმნა შეუძლიათ.
“პროექტში “მრავალფეროვანი აზროვნება“ ჩემი მიზანია დამთვალიერებლებს ვუთხრა, საკუთარი მიდრეკილებებისა და წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრების მიღმა გაიხედონ და მრავალფეროვნების სიმშვენიერე და ფასეულობა დააფასონ. თითოეული სურათი მოსაწვევია სამყაროს განსხვავებული პერსპექტივით დანახვისკენ და იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების აღიარებისკენ, რაც ჩვენი მრავალფეროვნებისგან იღებს სათავეს.
თითოეული ნამუშევარი წარმოადგენს უნიკალურ მოსაზრებას, რომელიც იკვლევს გზებს, რითაც ჩვენი მრავალფეროვანი წარსული, რწმენა და გამოცდილება აყალიბებს სამყაროს ჩვენს გარშემო.
“მრავალფეროვანი აზროვნება“ ზეიმობს განსხვავებული პერსპექტივების ძალას ჩვენი სიცოცხლის გასამდიდრებლად და ჩვენი ჰორიზონტების გასაფართოებლად. იგი გვახსენებს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები და ჩვენი განსხვავებულობის მიღებით, შეგვიძლია უფრო ფერადი და ყოვლისმომცველი სამყარო შევქმნათ“, - განაცხადა ქრისტინა ტუსიაშვილმა.