„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროექტი „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ დაიწყო

პროექტი - „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას მედიის თავისუფლების, მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

„გვსურს შეგატყობინოთ, რომ დოიჩე ველე აკადემია, (DWA) მედიის განვითარების ფონდთან (MDF) და ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRC) თანამშრომლობით, ახალ პროექტს განახორციელებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას მედიის თავისუფლების, მედია და ინფორმაციული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მომდევნო 20 თვის განმავლობაში: ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობით არიან დაკავებულები, უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს; საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესაფასებლად კვლევას ჩაატარებს, რომლის მიზანიც, ეროვნულ დონეზე, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, შესწავლა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იქნება.

პროექტი „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ (ConMeCo) ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ, მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს