ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და მესამე ათწლეულში გადააბიჯა.

„გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

„საბა“ „თიბისიმ“ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

1.ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“ (პალიტრა L)

2.ოთარ ბიწაძე, „სადღაც ჩაძირული გემებია“ (saba.com.ge)

3.გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი)

4.ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი)

5.გიო ზედვაკელი, „არავითარი პოეზია“ (კალმოსანი)

6.ირაკლი მაჩიტაძე, „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

7.ეკა მახარაშვილი, „ახალი ძველი ამბები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)

8.გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)

9.ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“ (პალიტრა L)

10.ანა ჯავახიშვილი, „სარდაფის ცოლები“ (ინტელექტი)

11.ელზა ჯავახიშვილი, „საგზალი“ (ინტელექტი)

12.გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი), ჰაინერ მიულერის „პიესები“ (პეგასი)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს