პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა შესაძლოა, კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა შესაძლოა, კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე-თბილისი, კახეთი, მესტია, ბახმარო, გოდერძი, ბაკურიანი და სხვა ტერიტორიები.

“პარაპლანებით ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველებმა გაიარეს პრაქტიკული გამოცდები. პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. პილოტის მოწმობები გაიცემა მფრინავებზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

ფრენების დაწყებისთვის საჭირო სამუშაოების ფარგლებში, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი.

ამასთან მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს