საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით 49.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 10.1% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.63 მლრდ ლარი შეადგინა.
“საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის ივნისის ჩათვლით 49.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 10.1% შეადგინა. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.63 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მილიონი ლარია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.