„თიბისის“ ტექგუნდმა Google-ის გადასახადების სისტემა - Google Pay დანერგა

„თიბისის“ ტექგუნდმა Google-ის გადასახადების სისტემა - Google Pay დანერგა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თიბისიმ“ Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება რამდენიმე თვეა დაიწყო. „თიბისის“ მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამიტომაც ეს სიახლე ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა Android-ისა და WearOS მოწყობილობების მფლობელებს.

საქართველოში, Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად, „თიბისის“ შიგნით გუნდები გაერთიანდნენ. გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია, უმოკლეს ვადაში გახდა შესაძლებელი.

“ საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან მოლოდინები მომხმარებელთა მხრიდან ძალიან მაღალი იყო. პროდუქტის დანერგვისას, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისწინებდით. მოტივაციაზე ძალიან მოქმედებს, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში," - განაცხადა, გიორგი მაევსკიმ, „თიბისის“ სისტემურმა ანალიტიკოსმა და ტექ გუნდის წევრმა.

"Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX) დავიწყეთ ფიქრი. პირველი გამოწვევა UI ნაწილი იყო, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას Google-ის დასტური სჭირდებოდა,"- განაცხადა თეო კეკელიამ, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრმა.

„თიბისი“ ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ინოვაციურ სიახლეებს მუდმივად ნერგავს. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია Google Pay-ის სერვისის დანერგვა, „თიბისის“ კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია.

Google Pay-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ხშირად დასმული შეკითხვების სანახავად ესტუმრე ვებგვერდს“,- აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს