„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

„ სწორედ ამ მიზნით, 12 და 13 ივლისს, „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით და EFSE Entrepreneurship Academy-ს ფინანსური მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრას სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი, თამარ ჩიჩუა უძღვებოდა.

ვორკშოპს მეწარმე ქალები დაესწრნენ ისეთი ბიზნესებიდან, როგორიცაა: ტექნოლოგიური აგრობიზნესი, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ციფრულ სამყაროში თანამედროვე ქოუჩინგის უნარებს, მოტივაციის გაზრდის მეთოდებს, პროცესების ეფექტურად წარმართვისთვის და დასახული მიზნების რეალიზაციისთვის საჭირო სხვადასხვა ინსტრუმენტს. მიღებული ცოდნა მეწარმეებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სამუშაო პროცესი და შექმნან თანამშრომლებზე მორგებული გარემო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლღა ნაკაშიძემ აღნიშნა, „საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია მხარს უჭერს ქალი მეწარმეების გაძლიერებას.

„სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში მოეწყო ბიზნესქოუჩინგის ვორკშოპი, რომელიც ვფიქრობთ, მონაწილეებს დაეხმარა, გაცნობოდნენ ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს, მიეღოთ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინსტურმენტების შესახებ. ძალიან გვახარებს ვორკშოპისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი, ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა ოლღა ნაკაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება