„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანზე“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „თიბისი კაპიტალმა” პრეზენტაცია თემაზე - „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი - შესაძლებლობები და რისკები“ გამართა, რომელსაც "თიბისი" ჯგუფის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთვის აქტუალურობის გათვალისწინებით, მიმოხილვამ ევრო/დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ანალიტიკური ჩარჩო და საპროცენტო განაკვეთების მოლოდინები მოიცვა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს გამყარება დოლარის მიმართ საბაზო სცენარია.

„სავალუტო რისკის აღებისას, ევროს გარკვეული წილი მაინც რაციონალურია, რადგანაც ლარი და საქართველოში ეკონომიკის ზრდა, როგორც წესი, უფრო სტაბილურია ევროში, ვიდრე დოლარში. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე აღებული, დივერსიფიცირება ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ, კვლევაზე დაყრდნობით.

მისი თქმით, „ლარის, თუნდაც გარკვეული წილი, სამომავლოდ შესაძლო კრიზისებისას, გაუფასურების არაწრფივი ზეგავლენის მხედველობაში მიღებით, ყოველთვის მიზანშეწონილია, თავისთავად იმ უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების წყარო ლარია. კონკრეტული განაწილება კი, მაკროეკონომიკური ფაქტორების გარდა, ბიზნესის სპეციფიკაზეც არის დამოკიდებული“.

ოთარ ნადარაიას შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მსგავსი ფორმატი ღირებული შესაძლებლობაა, რომ TBC კაპიტალის ანალიტიკა იყოს უფრო მეტად პრაქტიკულად გამოყენებადი.

შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალური კითხვები დაესვათ.

„მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესის გადაწყვეტილებებში, შეძლებისდაგვარად, მაკროეკონომიკური ფაქტორები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული, როგორც ჯამურად, ასევე ცალკეული ინდუსტრიების ჭრილში. ამ მხრივ, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორც მსგავს ფორმატებში, ასევე ასოციაციის სათათბიროსა და თემატურ კომიტეტებთან“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის