საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და  თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ერთობლივმა პროექტმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული პროექტის - „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“ ხელმძღვანელია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი მარინა კაპანაძე, თანახელმძღვანელი - აკადემიური დოქტორი ეკა უჩანეიშვილი, პროექტის ასისტენტი კი დოქტორანტი აკაკი სხვიტარიძეა.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი, სტუ-ის პროფესორი მარინა კაპანაძე აღნიშნავს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია, არა მხოლოდ მოზარდები დააინტერესოს მეცნიერებით, აუმაღლოს მათ ინოვაციის შემეცნების მოტივაცია და სასწავლო პროცესში კვლევების ინტეგრირებით მათი განათლების ხარისხი აამაღლოს, არამედ, ზოგადსაგანმანათლებლო პროცესებში მაგისტრანტები და დოქტორანტებიც ჩართოს.

„ვფიქრობთ, ჩვენი პროექტი, რომელიც 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ, საკმაოდ ორიგინალური და აქტუალურია. ის მომინაქრებისა და მოჭიქურების ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევას ისახავს მიზნად. პროექტის პრაქტიკული შესრულება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება. ჩვენი უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლას, სიახლეების დანერგვის მხრივ, სასწავლო პროცესში მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, ერთად შევიმუშაოთ იმ ტიპის პროექტები, რომელთა განხორციელებისას მოზარდები მეცნიერებით დაინტერესდებიან, გამოუმუშავდებათ კვლევითი, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარები. მთავარია, სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებს, მიღებული ცოდნის გაფართოების, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და მეცნიერებაში ღრმად ჩახედვის სურვილი გაუჩნდეთ“, - აცხადებს მარინა კაპანაძე.

სტუ-ის ცნობით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით, კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებული გრანტით, პროექტის განხორციელებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტში უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის