რატი ბრეგაძე - ყველა ექიმისთვის, რომელიც ლიცენზირებულია, ცნობილია, რომ ნიმუში არ უნდა იყოს გადახვეული ხელსახოცში და წინდაში ჩადებული - ამის არცოდნა შეუძლებელია

როდესაც ნიმუში იქნება აღებული, ის ოფიციალურად უნდა დაილუქოს, არსებობს შესაბამისი წესები და ის არ უნდა განთავსდეს წინდაში, მიზანი რა იყო ასეთი არაეთიკური ქმედების, ჩემთვის სრულიად გაუგებარია,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი სამედიცინო ქმედება ხორციელდება შესაბამისი ნორმების საფუძველზე, მათ შორის ნიმუშის აღებაც და ეს ყველა ლიცენზირებული ექიმისთვის ცნობილია.

„ყველა ექიმისთვის, რომელიც ლიცენზირებულია, ცნობილია, რომ ნიმუში არ უნდა იყოს გადახვეული ხელსახოცში და წინდაში არ უნდა იყოს ჩადებული, ხოლო შემდგომში ფეხსაცმლის მეშვეობით არ უნდა ეცადოს, რომ მალულად გაიტანოს. ეს ეწინააღმდეგება როგორც სამედიცინო ეთიკას, ასევე სხვა ნებისმიერ გინდათ მორალურ, გინდათ სამართლებრივ ნორმას. ამის არცოდნა შეუძლებელია, თუ ეს არ იცის, მაშინ გაუგებარია, როგორ აქვს ექიმის ლიცენზია.

მისი ეს ქმედება იყო ეთიკის და მათ შორის სამედიცინო-სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევა. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი ამ ადამიანებს, რომ შესულიყვნენ, გაესინჯათ მსჯავრდებული, ხოლო მათი მხრიდან, უფრო სწორად ერთ-ერთი ექიმის მხრიდან განხორციელდა სრულიად გაუგებარი აქტი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და კადრებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო