უეფა-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობას უხდის

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობას უხდის.

ალექსანდერ ჩეფერინი პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ქართველების ხედვა და მათ მიერ გამოვლენილი ზრუნვა ორკესტრირებულად განაპირობებდა ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.

უეფა-ს პრეზიდენტის თქმით, ეს ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიება.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო!

წინამდებარე წერილით მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება პირადად თქვენდამი იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელმაც საოცარი წარმატება მოუტანა ამ ჩემპიონატს.

გულთბილი ქართული მასპინძლობა, ულამაზესი ქალაქები და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც თქვენი ეროვნული ნაკრების მომნუსხველი თამაშის სტილი, დაგვირგვინდა ქართული გუნდის მატჩებზე მასშტაბური დასწრებით. ერთი მეორის მიყოლებით, სამ მატჩზე მოიხსნა გადაჭედილი სტადიონების რეკორდი, რაც 21 წლამდე ფინალურ თამაშებზე გვინახავს უეფა-ს მასშტაბით. ყოველივე ამის შედეგად, ეს ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიებად.

ამაღელვებელი თამაში, რომელიც მრავლად ვიხილეთ ამ ჩემპიონატზე ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნით დარჩება ულამაზეს მოგონებად. თან, ეს ღონისძიება უფრო ხანგრძლივი ეფექტის მქონე იქნება იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო, რომელიც დროისა და ფინანსური რესურსით გამოიხატა და რაც არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლების მშენებლობას მოხმარდა.

სახელდობრ, ორი არსებული სტადიონით - თბილისში მიხეილ მესხის სახელობისა და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის - ისევე, როგორც ხუთი ახალი უმაღლესი დონის სამწვრთნელო ბაზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი ევროპის ჩემპიონატის საერთო წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურული ობიექტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ქართულ ფეხბურთს.

თქვენი ხედვა და ზრუნვა, ისევე როგორც თანამასპინძელი რუმინეთისა, ორკესტრირებულად განაპირობებდა ამ ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის“, - აღნიშნავს ალექსანდერ ჩეფერინი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება