კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს

კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს, საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭოს მომდევნო შეხვედრა, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში, თბილისში ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ნახსენებ გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში უწყობს ხელს.

„ქალაქ სონგდოში გამართულ საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ნინო თანდილაშვილი აღნიშნული საბჭოს წევრია და აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფს წარმოადგენს.

შეხვედრაზე დამტკიცდა 2024-2027 წლების კლიმატის მწვანე ფონდის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების კუთხით ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაში.

საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის შეხვედრები გაიმართა, რომლებსაც ნინო თანდილაშვილი თავმჯდომარეობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად