ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით ღია კარის დღეს ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი იქნება ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის, ორი (ამერიკული და ქართული) დიპლომის მოპოვებისა და ერთი-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების უნიკალურ შესაძლებლობაზე.
„ღია კარის დღის შემდეგ გაიმართება ტური ტექნოლოგიის კორპუსში და შეძლებთ, დაათვალიეროთ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები.
შეხვედრის ბმული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ, კალიფორნია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბაროთ სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამაზე და მოიპოვოთ როგორც ამერიკული, ისე ქართული უნივერსიტეტის დიპლომი.
სწავლის პროცესში გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ გაცვლითი პროგრამით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).
სწავლის წლიური საფასური, როგორც ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე, 2250 ლარია.
პროგრამის არჩევა უკვე შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის (NAEC) ბაზაში კოდით 0100130.
დრო: 17 ივლისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: T 102 დარბაზი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N⅗, ვაკის პარკთან ან დისტანციურად ბმულზე.
სამუშაო ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია.
ვირტუალური ტური ილიაუნის ტექნოლოგიების კამპუსში: https://vr.ihomepedia.com/IliaUni1/ “,- ნათქვამია ინფორმაციაში.