მეუფე შიო - შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერია - შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება - არა

ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს, - ასე პასუხობს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ჟურნალისტების კითხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღიასა და სავარძელზე, მეუფე შიო ამბობს, რომ „შეიძლება ეს იყო ქარხნული“

მისივე თქმით, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

“უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება - არა, მიმდინარეობს მოკვლევა”, - განაცხადა მეუფემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს